Belive

ილია თოფურია: "ჰოლოუეის ნაცვლად, ხავიერ ტებასი უნდა დავანოკაუტო..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 ოქტომბერს დანა უაითი აბუ დაბიში მორიგ შესანიშნავ საღამოს გვპირდება. არაბულ მიწაზე მთავარ ბრძოლას გამართავენ ნამდვილი 'მკვლელები', რომელთა გზებიც შოკისმომგვრელი და ბრუტალური ნოკაუტების შემდეგ გადაიკვეთა. ერთი ჰავაის კუნძულებს წარმოადგენს, მეორე კი საქართველოს მთებიდან არის.

მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ, ილია თოფურიამ საინტერესო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მაქს ჰოლოუეის ნაცვლად, მან ლა ლიგის პრეზიდენტი უნდა დაანოკაუტოს, რადგან "ელ კლასიკო" მის ბრძოლას დაამთხვია.

"წინ საოცარი ბრძოლა გველოდება. ძალიან გამოცდილ მაქს ჰოლოუეისთან ვიჩხუბებ და ტიტულს აუცილებლად დავიცავ.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მაქსის ნაცვლად მსურს ის ადამიანი (ხავიერ ტებასი) დავანოკაუტო, რომელმაც ჩემს ბრძოლას "ელ კლასიკო" დაამთხვია..." - ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია. UFC-ს ჩემპიონობის შემდეგ მან ქამარი სწორედ"სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე წარადგინა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლა 26 ოქტომბერს დაახლოებით იმ დროს შედგება, რა დროსაც პარალელურად "ელ კლასიკო" გაიმართება.

მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები