Belive

კარლო ანჩელოტი: "ბელინგემი წარმოუდგენელია, არ მჯერა რომ ის ჯერ 20 წლისაა..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა.

ჯუდ ბელინგემმა "ნაპოლის" წინააღმდეგ "რეალის" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 20 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ულამაზესი გოლის გატანა შეძლო და 90 წუთის განმავლობაში მოედანზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 

სწორედ ამ ფაქტის გამო 20 წლის ინგლისელმა ვარსკვლავმა "პაპა კარლოს" შექება დაიმსახურა. 

"იშვიათად მახსენდება ისეთი ფეხბურთელი 20 წლის ასაკში, როგორიც ჯუდია. მე მისით სრულიად აღფრთოვანებული ვარ და ძალიან ვამაყობ ჯუდით.

მისი ხარისხი, სიმწიფე და ხასიათი შეუსაბამოა მისი ასაკისთვის და ხანდახან ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჯუდი 20 წლის არის.

მან თითოეულ წამს და მომენტში იცის, თუ რა უნდა გააკეთოს იმ კონკრეტულ სათამაშო მომენტში.

ამ სეზონში თუ ტიტულის მოპოვებას შევძლებთ, ამის მთავარი შემოქმედი ჯუდი იქნება, ეს მას აქ გადმოსვლის დღის პირველივე წამებიდან ეტყობა..."
- კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 2 განვლილი ტურის შემდეგ, C ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე "ნაპოლია" 3 ქულით, მესამე ადგილს ასევე 3 ქულით "ბრაგა" იკავებს, 0 ქულით ბოლო ადგილზე კი "უნიონ ბერლინია". 

ჯუდ ბელინგემმა "სამეფო კლუბში" 9 მატჩი ჩაატარა, სადაც მას ფენომენალური სტატისტიკა აქვს. 20 წლის ინგლისელის ანგარიშზე 8 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები