Belive

ლაპორტა: "პედრი და იამალი საფეხბურთო სამყაროში ყველაზე ნიჭიერები არიან"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონამ პრესეზონის მეორე მატჩი ჩაატარა და სამხრეთ კორეაში, ადგილობრივი სეული 7-3 დაამარცხა. ესპანელთა მხრიდან გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ, ლამინ იამალმა (2), ანდრეას კრისტენსენმა, ფერან ტორესმა (2) და გავიმ გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბარსელონას პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ, ლამინე იამალის, რაფინიასა და პედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე ნიჭიერები არიან.

ბარსელონას პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა კლუბში ახალბედა ნიჭიერებზე მიუთითებს, რომლებიც ფეხბურთის ახალი თაობის ბრწყინვალებას წარმოადგენენ

,,მესიმ ყველაფერი გააკეთა - ჩემთვის ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მაგრამ სამყარო გრძელდება და ახალი გენიოსები ჩნდებიან. ამ თაობის გენიოსები ისეთი მოთამაშეები არიან, როგორებიც არიან ლამინ იამალი, პედრი ან რაფინია. ფეხბურთის სამყაროს ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეები..." - ჟოან ლაპორტა

ბარსელონა 4 აგვისტოს სამხრეთ კორეულ ტეგუს შეხვდება და აზიურ ტურნეს დაასრულებს, ამის შემდეგ კი, 10 აგვისტოს, ჟოან გამპერის თასზე, კომოს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები