ქარიმ ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.
34 წლის ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთი აწუხებს.
თავდაპირველად, ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ ქარიმი ტრავმის გამო მხოლოდ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებდა, თუმცა დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა.
დეშამის გუნდმა ტრავმის გამო ერთი შემტევი უკვე დაკარგა - მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ვერც კრისტოფერ ნკუნკუ დაეხმარება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
Breaking: Karim Benzema will MISS the World Cup. Confirmed. He will not be part of France 26 man squad. 🚨🇫🇷 #WorldCup2022 pic.twitter.com/vVLIl82yqB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 19, 2022