Belive

მიტომას ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, კაორუ მიტომა 4-დან 6-თვემდე ვადით იუქმებს. "ბრაიტონის" მთავარმა მწვრთნელმა - რობერტო დე ძერბიმ დაადასტურა, რომ შემტევის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა.

დე ძერბისა და "ბრაიტონის" ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან მიტომა მე-8 ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. "თოლიებს" ვებსტერი, ველტმანი, მარჩი, ლამპტი, ფატი, ესტუპინანი და ენცისოც ვერ ეხმარებიან.

"ბრაიტონი" მომდევნო მატჩს 28 დეკემბერს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები