Belive

ივან რაკიტიჩი სევილიას ტოვებს და საუდის არაბეთში მიდის

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ივან რაკიტიჩი "სევილიას" დატოვებს და საუდის არაბეთში წავა სათამაშოდ. ესპანური მედიის ცნობით, ხორვატ ვარსკვლავს, შეთანხმება "ალ შაბაბთან" აქვს.

ესპანური მედიის Revelo-ს ცნობით, ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "ბარსელონაში" გაატარა, უახლოეს საათებში, ანდალუსიურ კლუბს ოფიციალურად დატოვებს. გამოცდილ ბალკანელ ფეხბურთელს, სევილიას ერთ-ერთ კაპიტანს და გუნდში მნიშვნელოვან ფეხბურთელს, კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ კლუბთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებაზე შეთანხმებას მიაღწია.

იმავე მედიის ცნობით, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, სევილიას რამდენიმე თანამშრომელსაც კი დაემშვიდობა და ოსასუნასთან ლა ლიგის მატჩზე არ გამოიძახებენ. ალ შაბაბთან შეთანხმება ითვალისწინებს, რომ არაბული კლუბი პასუხისმგებლობას აიღებს სეზონის დარჩენილი ნაწილის ხელფასის გადახდაზე, რაკიტიჩი სევილიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო, 3 მილიონ ევროზე მეტი ხელფასით.

ამ სეზონში რაკიტიჩმა 27 თამაში ჩაატარა (18 ლა ლიგაში, ექვსი ჩემპიონთა ლიგაზე, ორი კოპა დელ რეიზე და ევროპის სუპერთასზე), რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები