Belive

კარიერის დასასრული? — მანუელ ნოიერმა 40 წლის მიწურულს არცთუ ისე მარტივი ტრავმა მიიღო

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ბაიერნმა მაინცი სტუმრად 1:2 დაამარცხა. მატჩის მთავარი მომენტი ტაიმის მიწურულს მოხდა, როდესაც მანუელ ნოიერმა დაზიანება მიიღო, როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი 40 წლის ლეგენდარულმა მეკარემ არც თუ ისე მარტივი ტრავმა მიიღო და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით მას მინიმუმ 2 თვე გაუცდება.

მიუნხენის ბაიერნის განცხადება:

როგორც კლუბის სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა, გუნდის კაპიტანს მარჯვენა ტერფზე მყესის ნაწილობრივი გაწყვეტა დაუდგინდა. - მიუნხენის ბაიერნის განცხადება

გერმანული გუნდის განცხადების გავრცელების შემდეგ თავად გერმანელმა მეკარემაც გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც წერია, რომ:

ტრავმა არასდროსაა დროული, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. მსგავსი რამ წარსულშიც გადამიტანია და ამჯერადაც გავუმკლავდები. ახლა მთელი ყურადღება გამოჯანმრთელებაზეა გადატანილი. მანამდე კი, სადაც შევძლებ, გუნდელებს მოედანზე მხარს დავუჭერ. ძალიან ვაფასებ თქვენს გამამხნევებელ სიტყვებს. - მანუელ ნოიერი
View this post on Instagram

A post shared by Manuel Neuer (@manuelneuer)

აქვე გეტყვით, რომ მანუელ ნოიერმა მაინცთან რეკორდი დაამყარა ის 40 წლის და 225 დღის ასაკში ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომლითაც ბერნდ დრეჰარის რეკორდი დაამხო.

სხვა სტატიები