Belive

"დღეს მოედანზე ორი ძალიან კარგი გუნდი იყო" - არნე სლოტი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ლივერპული ჩელსის ესტუმრა და მატჩი ლონდონელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მე-14 წუთზე მოიზეს კაისედომ ჩელსი დააწინაურა, 63-ე წუთზე კოდი გაკპომ გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ესტევაომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა:

დღეს მოედანზე ორი ძალიან კარგი გუნდი იყო. პირველ ტაიმში მათ ერთი შანსი შეექმნათ ჩვენ კი რამდენიმე, მაგრამ ვფიქრობ მთლიანობაში თანაბარი თამაში იყო. ჩვენც გვქონდა მოგების შანსი და მათაც, საბოლოოდ ჩვენ გავუშვით გოლი.

ჩელსისთან გასულ სეზონშიც წავაგეთ. სტემფორდ ბრიჯზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შედეგთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩელსისთანაც და კრისტალ პალასთანაც დამატებით დროში გავუშვით გოლი, ასევე მინიმალური სხვაობით წავაგეთ გალათარაისთან.

ბრედლი ყვითელი ბარათის გამო შევცვალე და გადავწყვიტე მატჩში ფლორიან ვირცი ჩამერთო. მილოშ კერკეზიც გადაიღალა, ამ კვირაში მესამე თამაში ჩაატარა, რასაც მიჩვეული არ არის. მოწინააღმდეგის მხრიდან გოლის საფრთხე იგრძნობოდა. კონატეს ტრავმას რაც შეეხება, ეპიზოდის დროს სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა და ვამჯობინეთ ტრავმა აგვერიდებინა თავიდან და სწორედ ამიტომ შევცვალე, ჯერჯერობით 100%-ით დარწმუნებული არ ვარ ის ტრავმირებულია თუ არა.

რამდენიმე შანსი გავუშვით ხელიდან. როდესაც 1:1 იყო ანგარიში მატჩში ჩვენ ვდომინირებდით, საბოლოოდ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამის გამოსასწორებლად უბრალოდ მეტი უნდა ვიმუშაოთ, უკეთესად ვითამაშოთ, რომ მხოლოდ ამ უპირატესობების იმედად არ ვიყოთ.

გამოსწორების გზები? ეს ყოველთვის რთულია, რადგან ფეხბურთელები ახლა ეროვნულ ნაკრებში მიდიან. ასეთი მომენტების შემდეგ ჯობია, რომ ისინი შენთან იყვნენ, არ არსებობს ადვილი თამაში, ყველანაირი შედეგის მოლოდინში უნდა ვიყოთ. ამისთვის ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ, რომ შედეგი მიიღონ, მაგრამ ეს მარტივი არ არის. - არნე სლოტი - ლივერპულის მთავარი მწვრთნელი

ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 15 ქულით მე-2 ადგილზეა (5 მოგება, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას მერსისაიდული გუნდი 19 ოქტომბერს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 19:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები