კარიერაში გატანილი მე-800 გოლი - მესის საოცრება მონუმენტალზე
24 მარტს საფეხბურთო სამყაროს ყურადღება არგენტინის მიმართ იყო მიპყრობილი. საკულტო სტადიონზე, არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი გამართა. 100.000 გულშემატკივრის წინაშე, "ალბისელესტემ" მსოფლიო თასი წარადგინა შემდეგ კი მოწინააღმდეგეს საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ლეო მესი დირიჟორობდა.
"მონუმენტალზე" არგენტინასა და პანამას შორის გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ანგარიში ტიაგო ალმადამ გახსნა, ხოლო 89-ე წუთზე, ლეო მესიმ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ლეო მესის მიერ საკლუბო და სანაკრებო კარიერაში გატანილი მე-800 გოლი. ისტორიული ნიშნულის მიღწევა, სუპერვარსკვლავთან ერთად არგენტინელმა გულშემატკივარმაც აღნიშნა - ფანები მატჩის დასრულებამდე მესის სახელს სკანდირებდნენ.
Las lágrimas del Dibu, la sonrisa de Messi...
— Fútbol en Movistar Plus+ (@MovistarFutbol) March 23, 2023
🏟️🇦🇷 Así recibe El Monumental a los campeones del Mundo. #LaCasadelFútbol pic.twitter.com/DvyEAQBfyA