მესი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც მუნდიალის ყველა ეტაპზე გაიტანა
20 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კაბო ვერდესთან პირველ ტაიმში, არგენტინა მესის ერთადერთი გოლით იგებს და ეს გოლი ისტორიის ნაწილია. ლეო მესი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც მუნდიალების ყველა ეტაპზე შეძლო გოლის გატანა (ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრიდან დაწყებული, ფინალის ჩათვლით).
კონკრეტულად ამ მსოფლიოზე, ლეოს ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გააქვს, ისე კი ზედიზედ მერვე შეხვედრაა იტანს. ამ მომენტისთვის, 7 გოლით ის ერთპიროვნული ბომბარდირია და კილიან მბაპეს 1 გოლით უსწრებს.
საერთო ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატებზე, მას 20 გოლი აქვს გატანილი და რეკორდსმენია.
💥🇦🇷 Leo Messi, the first player ever to score in every single World Cup round.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 3, 2026
From group stages matchday 1, 2, 3… to the World Cup final. 🌎 @2010MisterChip pic.twitter.com/7WXoZQZqiL