Belive

,,კარგი იქნებოდა, რომ კვარას 10-ნომრიანი მაისურით ეთამაშა'' - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Optimagazine-ს ჟურნალისტი, პეპე იანიჩელი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ,,ნაპოლის'' 10-ნომრიანი მაისურით თამაშს იმსახურებს:

,,კვარა სულ უფრო და უფრო ხდება ,,ნაპოლის'' საჩემპიონო სეზონის მთავარი გმირი. ,,ლაციოსთან'' მარცხის შემდეგ, მან და მისმა თანაგუნდელებმა ტიტულისკენ ტრიუმფალური მსვლელობა მალევე განაახლეს. ხვიჩას სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. კვარაცხელია მცველებს მთელი მატჩის განმავლობაში აოცებდა, შემდეგ კი გოლი ისე გაიტანა, რომ საჯარიმოში მისი 8 მეტოქე იდგა. ამ ყველაფერმა სოციალური ქსელის მოხმარებლები გააგიჟა.

შეგვიძლია, ,,მარადონას'' სტადიონზე გასამართ ზეიმზე ნაადრევად ვიფიქროთ. კვარას ღვაწლი განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. კარგი იქნებოდა, მას 10-ნომრიანი მაისურით თამაშის პატივი მიენიჭოს, თუნდაც ერთ მატჩში მაინც. ,,ნაპოლიმ'' მარადონას სათამაშო ნომერი გააუქმა, მაგრამ დიდი წარმატების აღსანიშნად, შესაძლოა, რომ გამონაკლისი დაუშვან. დარწმუნებული ვარ, ამით თავად დიეგოც მოხარული იქნებოდა,'' - წერს ჟურნალისტი.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ,,აინტრახტთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები