ჯოვანი სიმეონემ შესაძლოა ნაპოლი დატოვოს
ჯოვანი სიმეონე ერთ-ერთია, რომელმაც შესაძლოა იანვარში "ნაპოლი" დატოვოს. იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში, ჩოლიტო "პარტენოპეის" დატოვებს, რადგან "ნაპოლის" რიგებში მას სათამაშო დრო არ ეძლევა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯოვანი სიმეონემ რიგ შეხვედრებში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თავი ბრწყინვალე პერფორმანსით გამოიჩინა, შემტევს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და კლუბის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.
ჩოლიტოს თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან კარგი დამოკიდებულება აქვს, თუმცა სათამაშო დროის სიმცირე მას იძულებულს ხდის, რომ სხვა ალტერნატივა მოძებნოს.
🇦🇷 Gio Simeone could be one to watch among strikers in potential domino in late January.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 4, 2024
Cholito could leave Napoli in case of good proposal as he’s currently struggling with game time despite his performances.
Relationship with Napoli remains good but it’s open situation. pic.twitter.com/mZx1CPoQW4