Belive

კარაგერი: "რეალს ეგონა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყიდა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" ყოფილმა მოთამაშემ, ჯეიმი კარაგერმა, "რეალის" მთავარ ტრანსფერზე ისაუბრა და ის ოქროს ბურთის დაჯილდოების კონტექსტში ახსენა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, ვინისიუს ჟუნიორმა შოუ დადგა და "დორტმუნდთან" რეალის ქამბექის მთავარი სულისჩამდგმელი იყო. ცნობილია, რომ უდიდესი ალბათობით, საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ვინისიუსი გახდება.

რეალს ეგონა, რომ მბაპეს სახით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყიდა. არადა, მათ გუნდში უკვე თამაშობდა ასეთი ადამიანი. ისიამოვნე ოქროს ბურთით, ვინი - განაცხადა ტელე-ეთერში ჯეიმი კარაგერმა

დორტმუნდთან ვინისიუსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, მბაპემ კი ვერ გაიტანა. ბრაზილიელმა კიდევ ერთხელ დაიმსახურა ბერნაბეუს პუბლიკის აღფრთოვანება და სკეპტიკოსებიც გააჩუმა (ვინც ფიქრობს, რომ ვინისიუსს ოქროს ბურთი არ ეკუთვნის).

ვინისიუსს შთამბეჭდავი გოლები აქვს გატანილი, მისმა მესამე გოლმა, უპირველეს ყოვლისა, პელე გამახსენა, ოქროს ბურთის მფლობელი? მგონია, რომ ეჭვი არავის ეპარება იმაში, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. - ემილიო ბუტრაგენიოს სიტყვები დორტმუნდთან შეხვედრის შემდეგ

ოქროს ბურთის დაჯილდოების მთავარი კანდიდატები ვინისიუსი, ბელინგემი და როდრი არიან, თუმცა მედიაში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა უკვე გადაწყვეტილია და ოქროს ბურთს ვინისიუსი ჩაიბარებს.

სხვა სტატიები