Belive

კარაგერი: ,,მანჩესტერ სიტის ტრიპლეტის მოგება შეუძლია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' ყოფილი ფეხბურთელის, ჯეიმი კარაგერის აზრით, ,,მანჩესტერ სიტის'' მიმდინარე სეზონში ტრიპლეტის გაფორმება შეუძლია:

,,ჩვენ საჩემპიონო რბოლაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ,,სიტის'' შეუძლია, რომ ტრიპლეტი მოიგოს. გუნდს ინგლისის თასის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს და ჩემპიონთა ლიგაზეც ფავორიტია.

თუ ,,სიტი'' ასეთ ფორმას შეინარჩუნებს, გვარდიოლა ფიქრს სამივე თასზე დაიწყებს, შემდეგ კი პრემიერლიგაში რამდენიმე მატჩისთვის შემადგენლობის არჩევისას რისკზე წასვლა მოუწევს. ეს, ალბათ, არ არის საუკეთესო გუნდი, რომელშიც პეპს უმუშავია, მაგრამ მას ამაზე ფიქრი მოუწევს, რადგან საერთო სურათი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კონკრეტული მატჩი ჩემპიონატში,'' - განაცხადა კარაგერმა.

პრემიერლიგის 29 ტურის შემდეგ ,,მანჩესტერ სიტი'' 67 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,არსენალს'' 6 ქულით უსწრებს (ლონდონელთა ანგარიშზე ერთით მეტი მატჩია). გარდა ამისა, ,,ქალაქელები'' ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალსა და ინგლისის თასის ნახევარფინალში არიან.

სხვა სტატიები