Belive

ოფიციალურად: ბენჟამინ მენდი ფეხბურთს უბრუნდება - ფრანგი სამშობლოში ითამაშებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2-წლიანი სასამართლო პროცესისა და სექსუალური სკანდალის შემდეგ, ბენჟამინ მენდი ფეხბურთს უბრუნდება.

29 წლის მარცხენა მცველი, რომელთანაც "მანჩესტერ სიტიმ" კონტრაქტი გაწყვიტა, სამშობლოში ბრუნდება და საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

ამიერიდან, ბენჟამინ მენდი ლიგა 1-ის წარმომადგენელი "ლორიენის" ფეხბურთელი გახდება, რომელთანაც 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბში 5-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ბენჟამინ მენდი რამდენიმე დღის წინ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, მას ბრალად 7 ქალის გაუპატიურება ედებოდა.

სხვა სტატიები