"დრამა რომელიც არგენტინასთან მარცხს მოყვა ზედმეტი იყო" - თომას ტუხელი
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თომას ტუხელმა საკუთარი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას უპასუხა. გერმანელი სპეციალისტი თვლის, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში "სამმა ლომმა" ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა და აქ საგანგაშო არაფერია.
სიმართლე გითხრათ, გუშინდელი პრესკონფერეცია ისეთს ჰგავდა თითქოს ჯგუფიდან ვერ გავედით. 24 საათის შემდეგ კი, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩემი აზრით, დრამა რომელიც არგენტინასთან მარცხს მოყვა ზედმეტი იყო. ეს ამ საქმის ნაწილია. ყველაზე კარგი ისაა, რომ მოედანზე იმოქმედო და შემდეგი გამარჯვება მოიპოვო. სხვა დანარჩენი საუბარია და ლაპარაკს ქულები, გამარჯვებები არ მოაქვს. - ამბობს თომას ტუხელი
"The biggest success in 60 years"
— Sky Sports News (@SkySportsNews) July 19, 2026
Thomas Tuchel asked whether 'criticism has been unfair' following England's semi-final World Cup exit. pic.twitter.com/WbhnLkzECQ
შეგახსენებთ, რომ ინგლისმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა საფრანგეთი 4:6 დაამარცხა და 60 წლის შემდეგ, მუნდიალზე მედალი პირველად მოიპოვა.
რაც შეეხება ფინალს, ის დღეს არგენტინასა და ესპანეთს შორის 23:00 საათზე გაიმართება.