Belive

კაპიტანი, ბომბარდირი და გამოცდილი მცველი - ლოკოს სამი ფეხბურთელი საბურთალოში გადავიდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "ლოკომოტივის" სამი აწ უკვე ყოფილი წამყვანი ფეხბურთელი კარიერას თანაქალაქელ "საბურთალოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული, საკუთარ ოფიცლაურ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ კლუბთან კონტრაქტები "ლოკოს" ყოფილმა კაპიტანმა, დავით უბილავამ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგოლემ, ირაკლი სიხარულიძემ და გამოცდილმა მცველმა, ალექსანდრე გურეშიძემ გააფორმეს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის "ლოკომოტივმა" გაავრცელა განცხადება, რომ ფინანსური პრობლემების გამო, კლუბი არსებული შემადგენლობის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა და გუნდიდან ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი წავიდა. რაც შეეხება "საბურთალოს", ისინი 2022 წლის სეზონისთვის ეროვნული ლიგის გუნდებს შორის ჯერჯერობით ყველაზე აქტიურად ემზადებიან და უშუალო კონკურენტებიდან საერთო ჯამში უკვე 8 ფეხბურთელი, ლაშა შინდაგორიძე, ნოდარ იაშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ბაქარ ქარდავა, გია ჩადუნელი, დავით უბილავა, ირაკლი სიხარულიძე და ალექსანდრე გურეშიძე დაიმატეს. 2021 წლის სეზონში, ლევან კორღალიძის გუნდმა ეროვნულ ლიგაში მეოთხე პოზიცია დაიკავა, ხოლო საქართველოს თასზე ტრიუმფს მიაღწია და 2022 წლის სეზონში უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს.

სხვა სტატიები