Belive

თბილისის დინამომ სტუმრად მონდორფს მოუგო

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, თბილისის დინამო ლუქსემბურგულ მონდორფს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:2 დაამარცხა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო და თბილისელები უკვე მე-19 წუთზე 0:2-ს იგებდნენ (მეორე წუთზე დინამო ალიასიმე ბამ დააწინაურა, მე-19 წუთზე კი გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა - ორივე შემთხვევაში თავური დარტყმით, კუთხურებიდან, რომლებიც ნიკოლოზ ნინუამ მოაწოდა).

მატჩი თითქმის ყველა კომპონენტში თანაბარი იყო, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მასპინძლებმა ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლეს, მონდორფმა 71-ე წუთზე აიღო ლორიას კარი.

დინამო ლუქსემბურგულ კლუბს თბილისში 16 ივლისს მიიღებს.