Belive

კანტეს მალის ნაკრებში თამაში გუნდელებმა გადააფიქრებინეს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას ლესტერის ლეგენდამ ჯეიმი ვარდიმ თქვა, რომ კანტე მალის ნაკრებში თამაშს აპირებდა. საბოლოოდ, აზრი ნგოლოს თანაგუნდელებმა შეაცვლევინეს.

ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანია, რომელიც მინახავს. სახეზე მუდამ ღიმილი ჰქონდა. იცოდით, რომ საფრანგეთისთვის თამაში არ სურდა? მამის გამო უნდოდა მალის ნაკრებისთვის ეთამაშა. საფრანგეთის ნაკრები იქამდე დაუკავშირდა, ვიდრე მალი დაურეკავდა. ვარჯიშზე ვიყავით, როცა ვუთხარი საერთოდ რატომ ფიქრობდა. ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდებიან, საფრანგეთში წადი. - თქვა ჯეიმი ვარდიმ

კანტემ საფრანგეთის ნაკრებში 69 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად, 3 ასისტიც შეასრულა. მან "ლე ბლესთან" ერთად 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და 2021 წელს ერთა თასიც მოიგო.

სხვა სტატიები