Belive

კანსელუ: "რონალდუზე დამოკიდებულება კარგს არაფერს მოგვიტანს..."

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიისა და შვედეთის მატჩს გამოტოვებს. პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, 21 მარტს, შვედებთან საშინაო ამხანაგური მატჩისთვის, 39 წლის "ალ-ნასრის" თავდამსხმელი განაცხადში არ შეიყვანა.

ამასთან, კრიშტიანუ გუნდს სლოვენიასთან გასვლითი ამხანაგური მატჩის წინ (26 მარტი) უნდა შეუერთდეს. როგორც ცნობილია, ახლა ის მოკლე შვებულებაშია, რომელსაც ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში ატარებს.

ამ ფაქტის შესახებ, "ბარსელონასა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების განაპირა მცველმა - ჟოაუ კანსელუმ, პორტუგალიურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუზე დამოკიდებულება გუნდს კარგად არ წარადგება.

"რონალდუ დიდებული ფეხბურთელია. ის ძალიან ძალიან მაგარია და ამას წლების განმავლობაში თუნდაც იმით ამტკიცებდა, რომ მესის ოქროს ბურთებს ართმევდა.

იმაზე არავინ დაობს, რომ რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც ეს სპორტი უთამაშია, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იგი უკვე 39 წლისაა და არ იქნება სწორი, რომ მასზე ვიყოთ დამოკიდებული.

ფეხბურთელი საუკეთესო წლებს 32-33 წლამდე ატარებენ, მესმის, რომ რონალდუ 39 წლის ასაკშიც ერთ-ერთი საუკეთესოა და გოლებს-გოლებზე იტანს, თუმცა 39 წლის კაცზე მთელი ნაკრების დამოკიდებულება არ მგონია სწორი მიდგომა..." - ჟოაო კანსელუ

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფში: თურქეთის, ჩეხეთისა და C დივიზიონის პლეი-ოფის გამარჯვებულთან ითამაშებს. (საქართველო/საბერძნეთი/ლუქსემბურგი ან ყაზახეთი).

სხვა სტატიები