Belive

კალვინ ფილიპსი კარიერას ვესტ ჰემში გააგრძელებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

28 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი - კალვინ ფილიპსი, "ვესტ ჰემს" საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, კლუბებს შორის საიჯარო შეთანხმება მიღწეულია და მეტი სათამაშო წუთების მიღება ფილიპსსაც სურს, რის გამოც ნახევარმცველმა სეზონის დარჩენილი ნაწილის "ვესტ ჰემში" გატარებაზე თანხმობა განაცხადა.

"მანჩესტერ სიტიმ" კალვინ ფილიპსი 2022 წელს, 42 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა, ნახევარმცველს "ქალაქელთა" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება გაუჭირდა და ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები