Belive

როდრის ზურგის ოპერაცია ჩაუტარდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტიმ დაადასტურა, რომ როდრიმ ზურგზე მცირე ოპერაცია გაიკეთა. კლუბისდა და ფეხბურთელისთვის სასიხარულოდ, ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდა. სიტის ინფორმაციით, ნახევარმცველს, გარკვეული დროის განმავლობაში, საკმაოდ სერიოზული ტკივილები ჰქონდა. ახლა კი, ოპერაციის შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

მანჩესტერელებმა ისიც აღნიშნეს, რომ ესპანელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, დამატებით ინფორმაციას ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელებენ. თუმცა კლუბს არ დაუდასტურებია, რამდენი ხანი დაჭირდება როდრის, სრულ გამოჯანმრთელებამდე.

საკმაოდ ხმაურიანი და საინტერესო სატრანსფერო ფანჯრის პირობებში, როდრიც იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლის მიმართაც ინტერესი და სიახლეები არ წყდება. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს, ყველაზე მეტად მადრიდის რეალს უკავშირებენ, თუმცა, ჯერჯერობით, ოფიცილაურად არაფერი არ დასტურდება. ესპანელს სიტისთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდრის, მომავალი წლის იანვრიდან, ნებისმიერ გუნდთან შეეძლება წინასწარი შეთანხმების მიღწევა და შემდეგ, მანჩესტერელთა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება.

სხვა სტატიები