კალცონა: "კვარა მალე მოგვცემს იმას, რაც გვჭირდება"
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "კალიარიმ" საკუთარ მოდანზე "ნაპოლის" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის 73-ე წუთზე კალცონამ კვარაცხელია შეცვალა და ეს უკვე მეორედ გააკეთა (ბარსელონასთან შეხვედრაში 68-ე წუთზე მის ნაცვლად ლინდსტრომი შემოიყვანა). ნაპოლი ოსიმენის გოლით იგებდა, თუმცა მატჩის მე-6 დამატებულ წუთზე გაუშვა და ქულები ისევ დაკარგა. შეხვედრა და ფეხბურთელები ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა.
კვარა ინტროვერტი ბიჭია, ცოტას ლაპარაკობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოგვცემს იმას, რაც გუნდს სჭირდება. ორივე მატჩის განმავლობაში ზუსტად ასრულებდა იმას, რასაც ვავალებდი. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს იმის მიზეზიც, რომ ისეთი ფეთქებადი არაა, შეიძლება ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რა აქვს შესასრულებელი.
ოსიმენმა შეცვლა მოითხოვა, თუმცა ტრავმა არ აქვს, ის უბრალოდ გადაღლილია. არ უნა დაგვავიწყდეს, რომ აფრიკის თასიდან დაბრუნდა, ტურნირიდან, რომელიც ყველას ანადგურებს, ოსიმენმა კი 2 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ის ძალიან მაგარი ბიჭია.
პირველ ტაიმში თამაშში შესვლა გაგვიჭირდა, მეორე კი უკეთესი იყო. მთავარ პრობლემად გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დავასახელებდი, რადგან ფიზიკურად ყველა კარგ ფორმაშია. უპირველეს ყოვლისა, რაზეც ვიმუშავებ ისაა, რომ ჩემმა ბიჭებმა ყოველვის შეძლონ თამაშის მიმდინარეობის მართვა - განაცხადა ფრანჩესკო კალცონამ
ნაპოლიმ ქულები ისევ დაკარგა და 37 ქულით მე-9 პოზიციაზე დარჩა, კალცონას გუნდი მომავალ შეხვედრას სტუმრად, 28 თებერვალს, "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს.