Belive

კალაბრია: ,,კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულია, მასთან დაპირისპირება სასიამოვნო იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' კაპიტნის, დავიდე კალაბრიას თქმით, ,,ნაპოლისთან'' დაპირისპირებაში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია:

,,დაძაბული მატჩი გამოვიდა, ამას ველოდით, გულშემატკივარი დაგვეხმარა და ვფიქრობ, რომ გამარჯვება დამსახურებულია, თუმცა ჯერ დასრულებული არაფერია.

მატჩის სტარტზე მათ გარკვეული პრობლემები შეგვიქმნეს, მაიკმა რამდენიმეჯერ გვიხსნა. გოლი არ გავუშვით იმ გუნდისგან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულია, მასთან დაპირისპირება სასიამოვნო იყო. იმედი მაქვს, საერთო შედეგიც ასეთი იქნება.

სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ვიცით, როგორია მათი სტადიონი და როგორები არიან მათი გულშემატკივრები. ,,ნაპოლი'' ძალიან ძლიერი გუნდია და ნეაპოლში კვლავ მოგების სურვილით გავემგზავრებით. ახლა უნდა დავისვენოთ, რადგან ორ დღეში ისევ ვთამაშობთ. ძალიან გადატვირთული პერიოდია და მორალურად უნდა მოვემზადოთ,'' - განაცხადა კალაბრიამ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,მილანმა'' ,,ნაპოლის'' 1;0 მოუგო.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ სამშაბათს, 18 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები