კაისედო არალიცენზირებული მართვის მოწმობით დადიოდა - პოლიციამ მას სუპერქარი ჩამოართვა
"ჩელსის" ნახევარმცველი, მოიზეს კაისედო გასულ პარასკევს, პოლიციელებმა კლუბის სავარჯიშო ბაზაზე გააჩერეს - აღმოჩნდა, რომ ეკვადორელი ფეხბურთელი, რომელიც 160 000-დოლარიან Audi RSQ8-ს ატარებდა, საჭესთან მოქმედი მართვის მოწმობის გარეშე იჯდა. სამართალდამცავებმა ფეხბურთელს ავტომობილი ჩამოართვეს და მას სასამართლოს წინაშე წარდგომაც მოუწევს.
კაისედოს რეგულარულად ხედავდნენ საჭესთან მას შემდეგ, რაც 2021 წელს "ბრაიტონს" შეუერთდა, ჩელსიმ კი ის 2023 წელს 115 მილიონ ფუნტად დაიმატა, რაც პრემიერლიგის რეკორდია (ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელი).
საერთაშორისო მართვის მოწმობის მქონე ადამიანებს ბრიტანეთში მათი გამოყენება მხოლოდ12 თვის განმავლობაში შეუძლიათ, მაგრამ შემდეგ უნდა მიიღონ გაერთიანებული სამეფოს დროებითი მოწმობა და გაიარონ მართვის პრაქტიკული გამოცდა, რაც კაისედოს არ გაუკეთებია.
Moises Caicedo's car has been 𝗦𝗘𝗜𝗭𝗘𝗗 by police 🚨
— LiveScore (@livescore) April 10, 2025
The Blues' midfielder was suspected of driving without a license 🫢 pic.twitter.com/nmmb7o5Qus