"შურისძიების გრძნობა არ მაქვს" - ლუის ენრიკე
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის დასკვნითი წილისყრა გაიმართა, რომლის შემდეგაც როგორც მერვედფინალური ეტაპის წყვილები, ასევე სატურნირო ბადე გახდა ცნობილი.
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება. წილისყრის შემდეგ ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა:
როგორც ყოველთვის, საინტერესო წილისყრა გამოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ. საინტერესო იქნება ინგლისური გუნდის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ შურისძიების გრძნობა არ მაქვს, ეს სხვადასხვა ტურნირებია. ეს წილისყრა ჩვენს გზას განსაზღვრავს და ჩვენ ამას შევეჩვიეთ. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები ვართ და ზეწოლა სხვა გუნდებზე უფრო იქნება.
წილისყრაში მონაწილეობა მოგვწონს, რადგან ეს აჩვენებს, რომ მომდევნო ეტაპზე ვართ. ყველამ იცის, რომ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ამისთვის გაუმჯობესება გვჭირდება და ჩვენ ამას ვაცნობიერებთ.
ამჟამინდელ ვითარებას რაც შეეხება, რამდენიმე დადებითი რამ შევნიშნე, რაც უფრო ოპტიმისტურად მაგრძნობინებს თავს, ჩემს გუნდს აქვს უნარი, რომ ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს. - ლუის ენრიკე - პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას პარი სენ-ჟერმენი საკუთარ არენაზე გამართავს, მატჩი 11 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება, საპასუხო დაპირისპირება კი 1 კვირის თავზე, 18 მარტს იმავე დროს ჩატარდება.