Belive

კაირათის მწვრთნელი: ,,ისეთ გუნდს, როგორიც რეალია, ბევრი სისუსტე არ აქვს, თუმცა ანალიზის შემდეგ, რაღაც გამოსადეგი ვიპოვეთ''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქაირათის მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ურაზბახტინმა, მადრიდის რეალთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მოუთმენლად ველით დიდ საფეხბურთო ზეიმს! ეს ჩვენი კლუბისთვისა და მთელი ყაზახეთისთვის ისტორიული მოვლენაა. მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვით ყველა აღფრთოვანებულია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეალი საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვიდა. ჩვენთვის ეს ყველაფერი ერთდროულად ოცნებაცაა და გამოცდაც.

ვეცდებით, გულშემატკივრის მოლოდინი გავამართლოთ. ახლა შედეგზე საუბარი არ მსურს, პირველ ყოვლისა, ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, ახლა მთელი ყაზახეთი ერთიანდება და არა მხოლოდ კაირათის ქომაგები... ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე ვიგრძენი.

გასაგებია, რომ ისეთ გუნდს, როგორიც რეალია, ბევრი სისუსტე არ აქვს, მაგრამ ანალიზის შემდეგ, რაღაც გამოსადეგი ვიპოვეთ, თუმცა ასეთი სისუსტე ყველა გუნდშია. ამაზე ახლა ბევრს ვერ ვილაპარაკებ, საიდუმლოა (იღიმის). ყველაფერს ხვალ ვნახავთ. კარგად გვესმის, რომ რთული მატჩი გველოდება.

რეალშიც ადამიანები თამაშობენ. ვიცით, რომ რთული გრაფიკი აქვთ - 3 თამაში 7-8 დღეში, გრძელი ფრენა. ასეთ რამ თავადაც გამოვცადეთ. რა თქმა უნდა, ასეთ ფეხბურთელებთან თამაში ჩვენი ბიჭებისთვის დიდი მოტივაციაა.

ხავი ალონსოს დიდი გულშემატკივარი ვარ. მას ჯერ კიდევ ლევერკუზენში მუშაობის დროს ვაკვირდებოდი. მისი გუნდები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ზოგადი წარმოდგენა გვაქვს იმის შესახებ თუ როგორ ვითამაშებთ შეტევაში და ვის შეგვიძლია დავეყრდნოთ წარმატების მისაღწევად.'' - რაფაელ ურაზბახტინი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, ქაირათი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. მატჩი 20:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები