როდრიგოს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რეალ მადრიდის ბრაზილიელ ვარსკვლავს მარჯვენა ფეხის წინა ჯვარედინი იოგისა და მენისკის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ინფორმაციას მადრიდული გუნდი აქვეყნებს. წყაროს ცნობით ფეხბურთელი სამედიცინო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, უახლოეს დღეებში კი როდრიგო სარებილიტაციო პროცესს დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ როდრიგომ უმძიმესი ტრავმა ხეტაფეს წინააღმდეგ მიიღო, ის მატჩში 54-ე წუთზე ჩაერთო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მარჯვენა მუხლზე ტკივილი იგრძნო, საბოლოოდ როგორც გაირკვა იოგები გაიწყვიტა და 1 წელი ვერ ითამაშებს.
როდრიგოსთვის ზოგადად 2026 წელი ცუდად დაიწყო, რადგან ხეტაფესთან მიღებულ მძიმე ტრავმამდე მას 1 თვე არ უთამაშია.
Nuevo parte médico de Rodrygo.
— Real Madrid C.F. (@realmadrid) March 10, 2026