კაილ უოკერი და ჯონ სტოუნსი არსენალთან ვერ ითამაშებენ
ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" შორის უმნიშვნელოვანესი თამაში შედგება. ჩემპიონატის ლიდერები "ლივერპულთან" ერთად არკვევენ იმას, თუ საბოლოოდ ვინ გახდება ინგლისის ჩემპიონი. პირველი წრის შეხვედრაში არსენალმა სიტი (1:0) დაამარცხა, თუმცა ამჯერად თამაში ეტიჰადზე იქნება. დიდი დანაკლისით შეხვდება მატჩს მანჩესტერული გრანდი, მთავარმა მწვღტნელმა, პეპ გვარდიოლამ დღეს დაადასტურა, რომ მცველები: კაილ უოკერი და ჯონ სტოუნსი არსენალთან არ იქნებიან.
კაილის (უოკერის) ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე ჯონის (სტოუნსი), მაგრამ მათგან ორივე განაცხადს მიღმა დარჩება, არსენალთან თამაშისთვის, არ ვიცით რამდენი ხნით - განაცხდა პეპ გვარდიოლამ
მარჯვენა და ცენტრალური მცველები, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, ბოლო სანაკრებო შესვენების დროს დაშავდნენ. უოკერმა მინდორი ბრაზილიასთან (0:1) წაგებულ შეხვედრაში დატოვა. ხოლო სტოუნსი ბელგიასთან ფრედ დასრულებულ (2:2) შეხვედრაში დაშავდა.
გვარდიოლას დაუბრუნდა ედერსონი, ასევე მანუელ აკანჯი, ჯეკ გრილიში და კევინ დე ბრუინე ტრავმისგან. "ქალაქელები" პრემიერლიგაში მესამე ადგილზე არიან (63 ქულა). ისინი არსენალსა და ლივერპულს ერთი ქულით ჩამორჩებიან.