კაილ უოკერმა მილანში ბექჰემის ნომერი აიღო
"მანჩესტერ სიტის" ყოფილი კაპიტანი, კაილ უოკერი ოფიციალურად "მილანის" ფეხბურთელია. მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმეს, იტალიელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
უოკერმა გაამხილა, რომ მის გადაწყვეტილებაში მთავარი როლი ტამი აბრაჰამმა ითამაშა, მარჯვენა მცველი მილანის თავდამსხმელმა დაარწმუნა. "ტამიმ (აბრაჰამმა) მითხრა, რომ უნდა ჩამოვსულიყავი. ის დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში".
უოკერმა სიტიში 17 ტიტული მოიგო, მათ შორის ექვსი პრემიერლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ახლა ის ითამაშებს ინგლისელ თანაგუნდელებთან: ტამი აბრაჰამთან, რუბენ ლოფტუს-ჩიკთან და ფიკაიო ტომორისთან ერთად. იტალიურ მედიასთან საუბრისას, უოკერმა აღნიშნა, რომ 32-ნომრიანი მაისური დევიდ ბექჰემის საპატივსაცემოდ აიღო, ლეგენდარული ნახევარმცველი მილანში სწორედ ამ ნომრით გამოდიოდა.
Where do I have to sign? ✍😉#SempreMilan #DNACMilan pic.twitter.com/lX3If3XzGM
— AC Milan (@acmilan) January 24, 2025