ჯუნტოლი: ,,ომი რომ არ ყოფილიყო, კვარას ამ ფასად ვერ ვიყიდდით''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ, რომელიც ამ სეზონამდე ,,ნაპოლიში'' მუშაობდა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე ისაუბრა:
,,დღეს ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის... რთულია, რომ კონკურენტებს აჯობო და სასურველი ფეხბურთელი დაბალ ფასად იყიდო.
ნაპოლიში ერთმანეთს რამდენიმე რამ დაემთხვა: ომი რომ არ ყოფილიყო, კვარას ამ ფასად ვერ ვიყიდდით. ასევე, პანდემიით გამოწვეული პაუზის გარეშე, ოსიმენი, ალბათ, საფრანგეთში 30 გოლს გაიტანდა და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებდა.'' - კრისტიანო ჯუნტოლი
ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ ,,ნაპოლიმ'' 2022 წელს 10 მილიონ ევრომდე გადაიხადა.
მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.