ჯუნტოლი: ,,ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მასთან კონტრაქტი კიდევ 4 წელია ძალაში''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა:
,,კონტრაქტის შესახებ კვარაცხელიას აგენტს დაველაპარაკებით. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მასთან მოქმედი ხელშეკრულება კიდევ 4 წელია ძალაში. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს,'' - განაცხადა ჯუნტოლიმ.
კვარაცხელიამ ზურგის ტკივილის გამო, იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი (ატალანტას, ემპოლისა და უდინეზეს წინააღმდეგ) გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
სერია A-ს 14 ტურის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდი 38 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ლაციოს” 8 ქულით უსწრებს.