Belive

ჯუდ ბელინგემი: "რეალის მაისურის ტარება, სუპერგმირის კოსტიუმის მორგებას ჰგავს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023/24 წლების საფეხბურთო სეზონის სტარტის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და 20 წლის ინგლისელმა ტალანტმა, ჯუდ ბელინგემმა, მადრიდის "რეალში" თამაშის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გუნდის მაისურის მორგება მისთვის დამატებითი პრივილეგიაა.

"მადრიდის "რეალში" თამაში? ეს ენით აღუწერელია. ეს ახდენილი ოცნებაა. ეს მაისური იმდენად ცნობილია, როცა მას ატარებ, პრაქტიკულად ისე გრძნობ თავს, თითქოს სუპერგმირის კოსტუმში ხარ გამოწყობილი.

ეს არის პრივილეგია, პატივი. გარკვეული დონე უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ამ მაისურის ყოველ კვირა მორგება შეძლო", - თქვა ჯუდ ბელინგემმა.

ინგლისელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვან გუნდს 2023 წლის ზაფხულში, დორტმუნდის "ბორუსიადან" შეუერთდა და 13 მატჩში 13 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები