ბარსელონა გაყიდული აბონემენტების რაოდენობით ესპანეთის ტოპ 10 გუნდს შორის ვერ მოხვდა
,,ბარსელონა'' 2024-2025 წლების სეზონისთვის გაყიდული აბონემენტების რაოდენობით ესპანურ გუნდებს შორის მე-15 ადგილს იკავებს.
კატალონიურ კლუბს სულ 22 600 აბონემენტი აქვს გაყიდული, რითაც სეგუნდა დივიზიონის 4 გუნდს ჩამორჩება. ესპანურ მედიაში ამის მთავარ მიზეზად ,,ბლაუგრანას'' ,,მონჟუიკზე'' თამაში სახელდება, სადაც სეზონური ბილეთების მფლობელთათვის სულ 27 500 ადგილია გამოყოფილი.
,,ბარსელონასთვის'' სიტუაცია მაშინ გამოსწორდება, როცა გუნდი ,,კამპ ნოუს'' დაუბრუნდება, სადაც გასულ წლებში 70 000-მდე აბონემენტი იყიდებოდა.
გაყიდული აბონემენტების რაოდენობით ესპანეთში ,,რეალი'' ლიდერობს (60 707), მეორე ადგილს ,,ატლეტიკო'' იკავებს (60 285), მესამეზე ,,ბეტისია'' (50 741), მეოთხეზე - ,,ატლეტიკი'' (43 649), მეხუთეზე კი - ,,სევილია'' (39 500).
List of the number of season-ticket holders in Spain, as per @sport. For a second successive year, Espanyol can count more than their rivals Barcelona. pic.twitter.com/jpJRXyMFZr
— Football España (@footballespana_) September 11, 2024