ჯოშუა ზირკზე ტრავმის გამო ლიონთან არ ითამაშებს
ხვალ, 23:00 საათზე ევროპა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართება, სადაც გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდება. რუბენ ამორიმის მიერ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ მატჩს ჯოშუა ზირკზე გამოტოვებს, მან პირველ შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა "ნიუკასლის" წინააღმდეგ, 55-ე წუთზე დაზიანება მიიღო, რის გამოც მისი შეცვლა გახდა საჭირო. როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა 23 წლის შემტევს ბარძაყის ტრავმა აქვს და გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდება.
ჯოშუა ზირკზე "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, მას შემდეგ კი ყველა ტურნირის ეგიდით 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ლიონსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის საფრანგეთში გაიმართა და ანგარიშით 2:2 დასრულდა.
🚨 BREAKING: Ruben Amorim confirms Joshua Zirkzee's season is over, after picking up the hamstring injury against Newcastle. #mufc pic.twitter.com/qrCGZTlss8
— The United Stand (@UnitedStandMUFC) April 16, 2025