Belive

უეფამ ლიონს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე მონაწილეობის უფლება მისცა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ ლიონს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე მონაწილეობის უფლება მისცა, ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. მათ ევროთასზე მონაწილეობის უფლება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ DNCG-მ (კონტროლისა და მართვის ეროვნული საბჭო) ფინანსური პრობლემების გამო ფრანგული გუნდი ლიგა 2-ში დააქვეითა.

Foot Mercato-ს ცნობით კლუბის ხელმძღვანელებმა ჯონ ტექსტორმა და მაიკლ გერლინგერმა უეფას კლუბების კონტროლის ორგანოსთვის პირადად ჩაატარეს ფინანსური პრეზენტაციები, რათა ისინი დაერწმუნებინათ და მათთვის მდგომარეობის გამოსწორების გარანტიები მიეცათ. ლიონისთვის ახლა მთავარია, რომ DNCG-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებისას დადებითი შედეგი იქნას მიღებული.

სხვა სტატიები