Belive

ჯორჯო ფურლანი: "ლეაუ არ იყიდება, მითუმეტეს ბარსელონასნაირი გუნდებისთვის"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანის" გენერალურმა დირექტორმა - ჯორჯო ფურლანიმ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ რაფა ლეაუ მიმდინარე სეზონში ხელშეუხებელია და ის ფაქტი, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს ტრანსფერზე დაყენება და კლუბის დატოვება სურს, სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს.

"რაც არ უნდა მოხდეს, რაფა ლეაუ "მილანს" მიმდინარე სეზონში არ დატოვებს. ჩვენ არაერთი დიდებული შემოთავაზება მივიღეთ, თუმცა ჩვენი პასუხია - არა!

ბარსელონაში გადასვლა? არავითარ შემთხვევაში, ლეაუ არ არის "ბარსელონას" დონის გუნდებისთვის საჭირო ფეხბურთელი, რადგან მათ შეიძლება 1 სეზონის შემდეგ ფეხბურთელი გააფუჭონ.

ლეაუსთან ვისაუბრეთ, ყველანაირი დეტალი დალაგებულია და იგი რჩება ჩვენი გუნდის წევრად, მინიმუმ 1 წლის განმავლობაში." - ჯორჯო ფურლანი

შეგახსენებთ, რომ რაფა ლეაუ "მილანის" ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს. მან 211 მატჩი ჩაატარა, სადაც 58 გოლის გატანა და 50 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მან მილანურ გრანდთან ერთად სკუდეტოს მოგება შეძლო (2021/2022 წლების სეზონში), 21/22 წლების სეზონში კი "მილანის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები