Belive

"მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე სწორედ ამიტომ არის" - ასპასი მამარდაშვილზე

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს "სელტა" და "ვალენსია" გადაეკვეთნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ქართველი გულშემატკივრისთვის ნათელი მომენტიც იყო. ვიგოელთა კაპიტანს იაგო ასპასს მამარდაშვილმა პენალტი აუღო. ესპანელმა თავდამსხმელმა ამ მომენტზე მატჩის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

წინა სეზონის ბოლო ტურშიც გამომიცნო კუთხე მაგრამ, გოლი მაინც გავიტანე. ახლა მითხრა: ”ერთსა და იმავე კუთხეში ნუ ურტყამ". მეც შევცვალე კუთხე. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე სწორედ ამიტომ არის, რომლის მიმართაც ინტერესს გრანდები იჩენენ. - განაცხადა ასპასმა DAZN-სთან საუბრისას

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" შემდეგ ტურში "ბილბაოსთან" მატჩი ელის, რომელიც 28 აგვისტოს, 21:00 საათზე არის ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ "ღამურებს" ორი ტურის შემდეგ, ნული ქულა აქვთ.

სხვა სტატიები