Belive

მუსიალას გოლის აღნიშვნის დროს დაიმტვრა - ნოიერი 3-4 მატჩს გამოტოვებს

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ბაიერნმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა და კომფორტული უპირატესობით 3:0 გაიმარჯვა. ამ პრინციპული გამარჯვებით კი მიუნხენელებმა 1/4-ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა მატჩის 58-ე წუთზე, მაშინ როდესაც ჯამალ მუსიალამ "ბაიერნის" უპირატესობა ორამდე გაზარდა - კერძოდ, 38 წლის ლეგენდარულმა მეკარემ - მანუელ ნოიერმა, გოლის აღნიშვნის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც მას მოედნის იძულებით დატოვება მოუწია, მოგვიანებით კი ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და მინიმუმ 3-4 თამაშს გამოტოვებს, მათ შორის "ლევერკუზენთან" განმეორებით მატჩსაც.

ნოიერმა მძიმე დაზიანება მარჯვენა ფეხის წვივის კუნთზე მიიღო, რის გამოც 38 წლის მეკარე მინიმუმ 1 თვეს იუქმებს - ასე და ამგვარად, "რეკორდმაისტერები" 21 წლის კიპერის - იონას ურბიგის იმედად დარჩნენ, რომელზეც უდიდეს იმედებს ამყარებენ.

"ლევერკუზენისა" და "ბაიერნის" საპასუხო მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები