ჯობ ბელინგემმა შესაძლოა დორტმუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს
ჯობ ბელინგემმა შესაძლოა დორტმუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი საშა ტავოლიერი ავრცელებს. წყაროს ცნობით ჯობის მამა, მარკ ბელინგემი უკმაყოფილოა თავისი შვილის სათამაშო დროის სიმცირის გამო.
გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა ბუნდესლიგის 6 ტურის გასვლის შემდეგ 20 წლის ნახევარმცველი მხოლოდ 167 წუთი ათამაშა, სწორედ ამის გამო ბელინგემის გარშემომყოფები ძალიან უკმაყოფილოები არიან. ტავოლიერი აცხადებს, რომ ჯობის მომავალი დორტმუნდში დღითიდღე უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება და შესაძლოა მან დორტმუნდი სულ რამდენიმე თვეში დატოვოს.
🔄🆕 Oliver Glasner, Jobe Bellingham, Kobbie Mainoo, Adeyemi... on est début octobre et le marché reprend petit à petit du souffle.
— Sacha Tavolieri (@sachatavolieri) October 6, 2025
🔗 Les infos #mercato de la semaine ⬇️https://t.co/x0knKGYkSo
🇨🇭 @SkySportCH #Napoli #BVB #FCBlive #MUFC #CPFC
შეგახსენებთ, რომ ჯობ ბელინგემი დორტმუნდის ბორუსიას მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სანდერლენდიდან შეუერთდა. მან ყველა ტურნირის ეგიდით 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ისიც გასულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.