ოფიციალურად: ქარიმ ადეიემი ბარსელონას ფეხბურთელია
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ბარსელონამ ქარიმ ადეიემის ტრანსფერი დაადასტურა.
მიუნხენში დაბადებული შემტევი ნახევარმცველი ბარსელონას დორტმუნდის ბორუსიიდან შეუერთდა. კატალონიურ კლუბში ის კვლავ ჰანსი ფლიკს შეხვდება, რომელთანაც ის გერმანიის ნაკრებსა და ბაიერნის აკადემიაში მუშაობდა.
ფეხბურთელმა კატალონიელებთან 2031 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"ადეიემი 2002 წლის 18 იანვარს მიუნხენში, ნიგერიელი მამისა და რუმინელი დედის ოჯახში დაიბადა. მას "ბარსას" შემადგენლობაში შთამბეჭდავი და მრავალმხრივი შეტევითი რესურსი მოაქვს. კარიერის განმავლობაში მან დაამტკიცა, რომ წარმატებით თამაში როგორც ორივე ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია, იგი უსწრაფეს ტემპს ძლიერ მარცხენა ფეხთან ოსტატურად აერთიანებს", - წერს ბარსელონას ოფიციალური ვებგვერდი.
FC Barcelona sign 𝐊𝐚𝐫𝐢𝐦 𝐀𝐝𝐞𝐲𝐞𝐦𝐢 🇩🇪https://t.co/lLMUdFMMnA
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 23, 2026
24 წლის ფეხბურთელმა დორტმუნდის ბორუსიას შემადგენლობაში 146 მატჩში 36 გოლის გატანა და 25 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.