ჯესი მარში: "მესის წინააღმდეგ უხეში თამაში მოგვიწევს..."
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
21 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე სტარტს კოპა ამერიკა აიღებს, რომელსაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, არგენტინის ნაკრებისა და კანადის მატჩი გახსნის.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯესი მარშმა, მესის შეჩერების ხერხებზე ისაუბრა.
"მნიშვნელოვანი იქნება ორგანიზებული და დისციპლინირებული გუნდი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ არგენტინელები ბევრჯერ პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ და არ უნდა ავყვეთ.
მესის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება. ის იმიტომ არის გამორჩეული, რომ ნებისმიერ წამს, ნებისმიერ წერტილში შეიძლება აღმოჩნდეს და საფრთხე შეგვიქმნას.
ის ძალიან ჭკვიანია. ვოცდები, თუ როგორ მოძრაობს უკანა ხაზიდან. კომბინაციების შექმნა და გუნდისთვის თავდაჯერებულობის, გამძლეობისა და ხარისხის უზრუნველყოფა არის ძალიან უნიკალური თვისება, რაც მას საუკეთესო მოთამაშედ აქცევს.
რა თქმა უნდა, საერთოდ არ გვსურს, რომ ვინმემ ტრავმა მიიღოს, თუმცა მისი შეჩერება საფეხბურთო წესებით ხანდახან შეუძლებელია, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ მის წინააღმდეგ უხეში თამაში მოგვიწევს..." - ჯესი მარში
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკაზე გახსნითი მატჩი, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება, სადაც არგენტინა კანადას შეხვდება.