Belive

"ასე ჯობდა..." - დეშამი კილიან მბაპეს განაცხადს მიღმა დატოვებაზე

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა 7 ნოემბერს დაასახელა, თუმცა ნაკრებში "რეალის" სუპერვარსკვლავი და ნაკრების კაპიტანი მბაპე არ გამოიძახა.

L'ÉQUIPE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დეშამმა კილიანის დასჯის მიზნით მიიღო. მბაპე ტრავმის გამო ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს ტოვებდა და ნაკრებთან ერთად არ იყო, თუმცა მატჩის საღამოს მედიაში გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ დაიარებოდა მბაპე სტოკჰოლმის ქუჩებში, სადაც მოგვიანებით სექსუალურ სკანდალში გაეხვა.

კილიან მბაპესთან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საუბარი მქონდა. ასე ჯობდა... მბაპეს ჩვენთან ერთად წამოსვლა სურდა. - განაცხადა საფრანგეთს თავკაცმა

"ლე ბლე" სანაკრებო პაუზაზე 2 მატჩს გამართავს - ფრანგები 14 ნოემბერს შინ ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 17 ნოემბერს იტალიას ესტუმრებიან.

სხვა სტატიები