ჯენარო გატუზო მარსელის ახალი მწვრთნელი იქნება
45 წლის იტალიელი მთავარი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი - ჯენარო გატუზო, ფრანგულ გრანდს "მარსელს" ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
Gennaro Gattuso and his staff will arrive in Marseille today in order to complete the agreement as new OM coach ⚪️🔵
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 27, 2023
Contract ready and first training session scheduled for the Italian manager, called by @footmercato — set to be signed. pic.twitter.com/cMtyY66qUb
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯენარო გატუზო მის გუნდთან ერთად დღეს ჩაფრინდება "მარსელში" სადაც ყველანაირ დეტალზე მოილაპარაკებს და შაბათ-კვირას იგი უკვე გუნდთან ერთად, ლიგა 1-ში მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ "მარსელმა" მთავარი მწვრთნელი - მარსელინიო კლუბიდან უარყოფითი შედეგების გამო გაათავისუფლა. ამის მიზეზი კი ლიგა 1-ში სეზონის ცუდი სტარტი (6 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება) და ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის ვერ გაყვანა გახდა (პლეი-ოფში დამარცხდნენ).
ასევე შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო მწვრთნელის პოზიციაზე უკვე 10 წელია მუშაობს. მან პირველად 2013 წელს "პალერმო" ჩაიბარა, შემდეგ ბერძნული "ოფის კრეტას" მთავარი მწვრთნელი იყო. 2015-2017 წლებში "პიზას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, მას შემდეგ კი უკვე დიდ გუნდებში წავიდა სამუშაოდ.
2017-2019 წლებში ჯენარო გატუზო მისთვის ყველაზე დიდებულ კლუბს "მილანს" წვრთნიდა, სადაც საფეხბურთო კარიერის 13 წელი გაატარა. მილანური კლუბის დატოვების შემდეგ კი 2-წლით "ნაპოლი" ჩაიბარა, ბოლოს კი "ვალენსიაში" მუშაობდა.