Belive

დე ძერბი: ,,ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ წაგების შემდეგ არასდროს მიტირია, დღეს კი გასახდელში ვიტირე''

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარსელის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ, პარი სენ ჟერმენთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,პირველი, რაც ჩემს გუნდს ვუთხარი, ის იყო, რომ წაგების შემდეგ არასდროს მიტირია, დღეს კი გასახდელში დაბრუნების შემდეგ ვიტირე, რადგან ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ. პსჟ წელიწადნახევარია ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მარსელმა მოგება დაიმსახურა.

ფეხბურთელებს ასევე ვუთხარი, რომ საკუთარი თავისგან ყოველთვის ასეთი თამაში უნდა მოვითხოვოთ. პსჟ-სთან მატჩში გვქონდა ყველაფერი - დაცვა, ხასიათი, ტექნიკა... ყველაფერი ის, რაც ძლიერ გუნდს გამარჯვებისთვის სჭირდება.

მტკივნეული მარცხია, თასის მოგებით მარსელის ისტორიაში შესვლა გვინდოდა. მომავალში სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ - 100%-ით თავდადებით.

ლუის ენრიკე მწვრთნელებს შორის ისეთივე გამორჩეულია, როგორც მოურინიო და გვარდიოლა. პსჟ კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ამას მხოლოდ მოგებული ტიტულების გამო არ ვამბობ.'' - დე ძერბი

საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა მარსელი პენალტების სერიაში დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მეოთხედ, ისტორიაში კი მეთოთხმეტედ მოიგო.

სხვა სტატიები