Belive

ჯეიმს მილნერი ბრაიტონში გადასვლას უახლოვდება

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბრაიტონი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ნახევარმცველის, ჯეიმს მილნერის დამატებას შეეცდება.

როგორც ირკვევა, "ლივერპულის" მე-7 ნომერი კლუბში დარჩენას აღარ აპირებს. 37 წლის შუახაზელი მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში როტაციის წევრად განიხილებოდა და მერსისაიდელები მას კლუბში დარჩენას სთავაზობდნენ, თუმცა კონკრეტული სათამაშო დროის გარანტიას ვერ აძლევდნენ.

"ამ რეალობამ სხვა კლუბებს გაუხსნა შესაძლებლობა, რომ მილნერთან მოლაპარაკებები აწარმოონ, მათ შორის ყველაზე ახლოს კი მიზნის მიღწევასთან სწორედ "ბრაიტონია". 

"ბრაიტონის" კონკურენტები ამ საქმეში ბავშვობის კლუბი "ლიდს იუნაიტედი", "ლივერპულის" მეზობლად მყოფი "ევერტონი" და "ნოტინგემ ფორესტი" არიან, სამივე ამ კლუბს პრემიერ ლიგიდან დაქვეითების საფრთხე ემუქრება", - წერს 90min.com-ი.

მილნერს კარიერის განმავლობაში "ლიდსისა" და "ლივერპულის" გარდა, ასევე "სვიდონ თაუნში", "ნიუკასლსა" და "მანჩესტერ სიტიში" უთამაშია. მან "ლივერპულის" შემადგენლობაში ყველა შესაძლო ქვეყნის შიდა, კონტინენტური და მსოფლიო მასშტაბის ტიტულის მოგება მოახერხა, მთლიანობაში, კარიერის განმავლობაში კი პრემიერ ლიგის ტრიუმფით დასრულება 3-ჯერ შეძლო - მილნერმა ორჯერ ეს "მანჩესტერ სიტისთან" ერთად გააკეთა.

ჯეიმს მილნერს, რომელსაც "ლივერპულთან" ამჟამად მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს უმთავრდება, "წითლების" შემადგენლობაში 328 მატჩში 26 გოლი და 45 საგოლე პასი აქვს. იმისთვის, რომ გარეთ ბარის რეკორდი გააუმჯობესოს და პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი გახდეს, ჯეიმს მილნერს კიდევ 38 შეხვედრაში მონაწილეობის მიღება სჭირდება.

სხვა სტატიები