Belive

ჯეიმს მედისონი პრემიერ ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" შემტევი და დებიუტანტი - ჯეიმს მედისონი, პრემიერ ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

"ტოტენჰემი" ახალ სეზონში, განვლილი 4 ტურის შემდეგ, 10 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, მათ ანგარიშზე 11 გატანილი და 4 გაშვებული გოლია. 

ჯეიმს მედისონი კი, ლონდონურ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებს და პირველივე თვეში, პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. 

26 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, თუმცა მან აგვისტოს თვეში 1 გოლის გატანა მოახერხა, მეორე გოლი კი 2 სექტემბერს, "ბარნლის" წინააღმდეგ გაიტანა. 

"ტოტენჰემი" შემდეგ პრემიერლიგურ მატჩს 16 სექტემბერს, "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ შინ გამართავს. 

სხვა სტატიები