ჰარი კეინი: "სამწუხაროდ გამოჩნდა, რომ რამდენიმე ადამიანს ნაკრებში თამაში არ სურს..."
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" 31 წლის ფორვარდმა - ჰარი კეინმა, მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ისაუბრა, სადაც იგი ინგლისის ნაკრების კაპიტანი იქნება.
კეინმა აღნიშნა, რომ მან დაინახა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელისგან ცუდი დამოკიდებულება იმის შესახებ, რომ შეკრებაზე ყოფნა არ სურთ.
"ვფიქრობ, სეზონის ურთულეს პერიოდში ვართ და ზოგიერთმა მოთამაშემ დასვენების შესაძლებლობა გამოიყენა სრულიად უმიზეზოდ - გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან არ მომწონს და ამ ფაქტის მიმართ არ ვარ დადებითად განწყობილი.
სამწუხაროდ გამოჩნდა, რომ რამდენიმე ადამიანს ნაკრებში თამაში არ სურს ან ეზარებათ და ასე არაფერი გამოვა. ამ სანაკრებო შეკრებაზე 13 ფეხბურთელი გვაკლია, ზოგს ტრავმა აწუხებს, ზოგი კი ზარმაცობს.
არ მესმის, როგორ შეიძლება ნაკრებში თამაში არ გინდოდეს ადამიანს - ჩემთვის ინგლისის ნაკრებში თამაში პირველ ადგილზეა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალი მოთამაშისთვის." - ჰარი კეინი
ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის მატჩებში, 14 ნოემბერს საბერძნეთს ესტუმრება, ხოლო 17 ნოემბერს ირლანდიას ლონდონში დაუპირისპირდება.