ჯეიმი კარაგერმა ნაპოლისთან მარცხის შემდეგ დაცვა გააკრიტიკა
გუშინდელი მარცხის შემდეგ, ნაპოლის წინააღმდეგ, ჯეიმი კარაგერმა "ლივერპულის" დაცვის დეტალური ანალიზი შემოგვთავაზა.
იურგენ კლოპის გუნდი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი საუკეთესო დაცვით დაიკვეხნის, "ნაპოლის" წინააღმდეგ, "დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე", იოლად განადგურდა. პირველი ტაიმი ინგლისურმა კლუბმა 3:0 დათმო.
4:1 მარცხის შემდეგ, მერსისაიდელების ყოფილმა მცველმა კარაგერმა "ლივერპულის" დაცვა მკაცრად გაატრიტიკა.
”ეს არის "ლივერპულის" პრობლემა - მაღალი ხაზი. ისინი რეალურად ზეწოლას ბურთზე ვერ ახდენენ. პრობლემა არ არის ის, თუ რამდენად მაღალია ხაზი, პრობლემა კომპაქტურობა და ერთად ყოფნაა. "ლივერპულის" ნახევარდაცვის გავლა ძალიან ადვილია, ეს ბევრჯერ გვსმენია. შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს, მაგრამ ეს ფაქტია."
Carragher’s deep dive into #LFC at the minute is a must watch. pic.twitter.com/5Bdhut5wZN
— The Anfield Talk (@TheAnfieldTalk) September 7, 2022
"ჩვენი გუნდი მუდამ კომპაქტურად თამაშობს და ამისთვის დიდი ენერგიაა საჭირო. თუმცა, დღეს ეს ენერგია არ ჩანდა. თუ ისინი ამ "მაღალი ხაზის" თამაშს გააგრძელებენ, დიდი პრობლემა შეექმნებათ, როგორც პრემიერ ლიგის ამ სეზონში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც."