Belive

ოფიციალურად - კერკეზი ლივერპულის ფეხბურთელია!

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილოშ კერკეზი ლივერპულის ფეხბურთელია - მერსისაიდულმა გრანდმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, მესამე ვარსკვლავის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, 21 წლის კერკეზმა კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი. ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულმა კერკეზის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ჯერემი ფრიმპონგისა და ფლორიან ვირცის შემდეგ, მილოშ კერკეზი გახდა მესამე ვარსკვლავი, რომელიც ლივერპულმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინა.

სხვა სტატიები